Sunday, July 3, 2011

”წერილი მეგობარს”

1. პროექტის სახელწოდება:”წერილი მეგობარს”
2. პროექტის მოკლე აღწერა.პროექტი ითვალისწინებს დამოუკიდებელ დაჯგუფურ მუშაობას,თანამშრომლობის,წერისა და ხატვის უნარ–ჩვევების განვითარებას.
3. პროექტის სრული აღწერა:სახელმძღვანელოში მოცემულია წერილი,რომელიც გამოაგზავნეს უდაბნოდან,(საუდის არაბეთიდან)თანატოლებმა.ისინი აღწერენ  უდაბ–ნოს გარემოს“იქ სადაც მე ვცხოვრობ,არე–მარე ქვიშითაა დაფარული.აქ უდაბნოა,უწყლო დაქ ცხელი მხარე.წვიმა ჩვენთან იშვიათად მოდის,ამიტომ მცენარეები თითქმის არ არის,აქ ცხოველებიც იშვიათად შეგხვდებათ.უდაბნოს მთავარი ცხოველი აქლემია.მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა,მას საუდის არაბეთი ჰქვია.თუ შეგიძლიათ თქვენცმოგვწერეთ თქვენი ქვეყნის შესახებ.“ამიტომ მოსწავლეები მისწერენ წერილს მეგობრებს და გააცნობენ საქართველოს ლამაზ ბუნებას.(რომ საქართველოში არის უამრავი ცხოველები,ფრინველები და მცენარეები.ბუნება იცვლება სეზონის მიხედვით.)
4. მონაწილეთა ასაკი:
7 წელი. 2კლასი
5. ვადები, ხანგრძლივობა:  
2 დღე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
1დღე––განვიხილოთ წერილში  და მასში აღწერილი უდაბნო  5წთ...უპასუხონ წერილს(აღწერონ საქართველო)10წთ...დახატონ ზაფხული10წთ....დახატონ წარმოსახვით საქართველო და უდაბნო 10წთ....დაასახელონ და აღწერონწელიწადის ოთხივე დრო 10წთ......2დღე––ისტის საშუალებითშევაგროვოთ სურათები საქართველოზე 10წთ......მოიპოვონ ანფორმაცია უდაბნოს შესახებ 15წთ....გა–აკეთონთავიანთი ნახატების გამოფენა 10წთ.....გააკეთონ პრეზენტაცია 10წთ...
7. მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები აღწერენ საქართველოს თვისებებს და გაეცნობიან უდაბნოს დამახასიათებელ თვისებებს.
8. სარგებელი სხვებისათვის:ეს ინფორმაცია შეიძლება გაუზიარონ სხვა კლასის მოსწავლეებს.
9. სამუშაო ენა:
ქართული
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების კულტურებს.წარმოადგენენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოს,სხვადასხვა საგნებში  დაყრდნობით საკუთარ აზრს.წერენ წერილს. ხატავენ სხვადასხვა ობიექტებს,გადმოსცემენ თენას ნახატით.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პასუხი გასცენ უდაბნოს 2კლასის მოსწავლეებს.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ეკა გაბუნია
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
GABUNIAEKA@.GMAIL.COM
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი:

ამაღლება

ჩვენს სოფელს დაუბრუნდა თავისი ძველი სახელი.ადრე მას განახლება ერქვა.ამ დღეს სოფელში მოეწყო დიდი დღესასწაული,გაიმართა ღონისძიება,მოზარდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სპორტის სხვადასხვა თამაშებში;ჭიდაობაში,კალათბურთში,ჩოგბურთში.სოფელმა ეს დღესასწაული მხიარულად გაატარა და ეს
დღესასწაული ტრადიციად იქცა.